გურამ მაჭარაშვილი - ჩვენი მხრიდან ნაბიჯები გადადგმულია - ერთადერთი, რაც რადიკალურ ოპოზიციას დარჩენია ისაა, რომ პარლამენტში შევიდეს

ჩვენი მხრიდან მთლიანობაში იმდენი ნაბიჯია გადადგმული, ერთადერთი, რაც რადიკალურ ოპოზიციას დარჩენია ისაა, რომ პარლამენტში შევიდეს და დაიწყოს საპარალამენტო საქმიანობის გაგრძელება. სხვა შემთხვევაში პოლიტიკურ პროცესებს პერსპექტივა არ აქვს, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, როგორც ის აღნიშნავს, თუ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები გაითვალისიწინებენ კრისტიან დანიელსონის მოწოდებას, რომ კომპრომისი აუცილებელია და ულტიმატუმს მოხსნიან, „შესაძლებელი იქნება, რომ ნორმალური პოლიტიკური პროცესი დაიწყოს“.

„დღეს რეალურად ევროკავშირის წარმომადგენელს, კრისტიან დანიელსონს ვხვდებით საკონსტიტუციო ცვლილებებით, მართლმსაჯულების რეფორმის გაგრძელებით, საარჩევნო კოდექსში დაინიცირებული კანონპროექტებით.

გამომდინარე აქედან, ბატონ დანიელსონს ერთი მხრივ, აქვს ევროკავშირის, ევროპის ყველა საერთაშორისო ინსტიტუციის, ამერიკის შეერთებული შტატების შეფასებები და დასკვნები საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებთ და ჩვენ მიერ პრაქტიკულად გადადგმული კომპრომისული ნაბიჯები.

მეორე მხრივ, მას აქვს ისეთი რეალობა, როგორიც არის ოპოზიციის ახირება, რომ მხოლოდ დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები. ეს რეალური სურათი ნიშნავს იმას და გვაქვს მოლოდინი, რომ მიუხედავად რადიკალური განწყობისა, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები გაანალიზებენ სიტუაციას, მიხვდებიან, რომ საჭიროა გადაიდგას პრაგმატული ნაბიჯები.

მათივე მოთხოვნები, რაც დაანონსებული იყო - საკონსტიტუციო ცვლილებები, ბარიერის დაწევა, საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმები უკვე დაწყებულია და სჯობს გააგრძელონ საპარლამენტო საქმიანობა. ამ ფონზე ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რაზეც პრაქტიკული ნაბიჯები უკვე გადავდგით და მათი აზრით, ეს ნაბიჯები თავიდან არის გადასადგმელი, მზად ვართ, დავიწყოთ კონსულტაციები”, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა