ზურა ჯაფარიძე - კომპრომისი გასაგებია, მაგრამ კომპრომისის შედეგი ვერ იქნება ის, რომ რომელიმე პუნქტმა შინაარსი დაკარგოს

კი, კომპრომისი გასაგებია, მაგრამ კომპრომისის შედეგი ვერ იქნება ის, რომ რომელიმე პუნქტმა შინაარსი დაკარგოს, - ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც ისაუბრა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, არის რაღაც ტაქტიკური საკითხები, სადაც ოპოზიციისთვისაც გასაგებია, რომ „მოუწევთ რაღაც კომპრომისებზე წასვლა, მაგრამ არის, რაღაც პრინციპული საკითხები, რომელზეც ოპოზიცია თავიდანვე აცხადებდა, რომ კომპრომისი შეუძლებელია“.

„ეს საკითხები არ არის, მხოლოდ და მხოლოდ ხელახალი არჩევნების ჩატარება და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. სინამდვილეში, შარლ მიშელის მიერ დატოვებული პუნქტებიდან არის 5 პუნქტი, რომელსაც მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს. საარჩევნო სისტემა, საარჩევნო ადმინისტრაციასთან, თუ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე პროკურატურის, თუ ძალაუფლების დანაწილების საკითხები. ამ შეთანხმებაში რაღაც ისეთი უნდა ჩაიდოს, რასაც შინაარსი ექნება ანუ კომპრომისი ვერ დაერქმევა იმას, რომ შინაარსი გამოეცალოს საერთოდ ამ პუნქტს და არაფერი იყოს. საბოლოო ჯამში, „ქართული ოცნების“ ძალისხმევით წინა (შეხვედრა) აქამდე მივიდა. ხშირად ეს მაგალითი მომყავს ხოლმე, რომ მაგალითად, კომპრომისის საკითხი ვერ იქნება ის, რომ სასამართლოს საკითხი დარჩეს ივანიშვილის და „კლანის“ კონტროლის ქვეშ. მაშინ ეს ნიშნავს იმას, რომ იმ პუნქტს აზრი არ აქვს, რაც შარლ მიშელმა დატოვა“, - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა