„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“, ყაზახ-საგურამოს DN-1000მმ-იან  მაგისტრალურ გაზსადენზე, სარემონტო-სარეაბილიტაციო  სამუშაოებს განახორციელებს

30 მარტს, 07:00 საათიდან 15:00 საათამდე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ სოფელს გაზის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიიდან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მიზეზი მაგისტრალურ გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

„შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“, ყაზახ-საგურამოს DN-1000მმ-იან მაგისტრალურ გაზსადენზე, სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 30 მარტს,07:00 საათიდან 15:00 საათამდე, გაზის მიწოდება შეეზღუდებათ, გარდაბნის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ლემშვენიერას, ჯანდარას, ქესალოს, ნაზარლოსა და ვახტანგისს. შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს სისტემატურად ახორციელებს, რაც მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას უზრუნველყოფს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა