ლევან იოსელიანი მმართველ გუნდს სთავაზობს, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების დასრულების შემდეგ განიხილონ

პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი, ვიცე სპიკერი ლევან იოსელიანი საპარლამენტო უმრავლესობას სთავაზობს „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილებები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების დასრულების შემდეგ განიხილონ.

როგორც ლევან იოსელიანმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, მოლაპარაკებების პარალელურად ამ ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღება სწორი არ არის.

„მინდა ჩემი აზრი მოგახსენოთ დაჩქარებული წესით შემოთავაზებულ ცვლილებებზე „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში. ჩვენთვის ცნობილია, რომ განსახილველ საკითხებს შორის, რომელიც ამ წუთში დევს მაგიდაზე ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის, ერთი საკითხია სასამართლოს ფუნდამენტური რეფორმირება. არ მგონია ამ ცვლილებების ასეთი დაჩქარებული წესით მიღება იყოს სწორი, ვინაიდან თუ რეალურად ვსაუბრობთ სასამართლოს რეფორმაზე და ფუნდამენტურ რეფორმებზე, ეს უნდა იყოს მთელი პაკეტი, რომელიც რეალურად მართლა გააჩენს ქვეყანაში სასამართლოს ნდობას და განცდას, რომ სასამართლოში იწყება ცვლილებები. ჩემი შემოთავაზება იქნებოდა, დაველოდოთ მოლაპარაკებების დასრულებას და ამ კონტექსტში მოხდეს ამ ყველაფერის განხილვა“, - განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისთვის, „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილია ცვლილებები, რომლის საფუძველზეც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისათვის წარდგენის წესში ცვლილებები ხორციელდება. აღნიშნული საკითი პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინა.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს