ხათუნა სამნიძე - პატიმრების საკითხის გადაჭრის გარეშე, რაც მთლიანად ხელისუფლების ხელშია, არ იქნება სივრცე, რომ კომპრომისებზე ვისაუბროთ

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძის ინფორმაციით, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრაზე ძირითადი აქცენტი ე.წ. პოლიტპატიმრების საკითხზე გაკეთდა.

როგორც სამნიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, როდესაც ვსაუბრობთ კომპრომისის მისაღწევად საჭიროა ორივე მხარე, თუმცა პირველ რიგში ასეთი ტიპის მზაობა ,,ხელისუფლებისგან უნდა იყოს“.

,,როგორც ყველა რაუნდზე და ყველა შეხვედრაზე დღესაც იყო საუბარი იმ 5 პუნქტზე, რომელიც დევს მაგიდაზე. ძირითადი აქცენტი გაკეთდა პატიმრების საკითხზე, რადგან პატიმრების საკითხის გადაჭრის გარეშე, რაც მთლიანად ხელისუფლების ხელშია, არ იქნება სივრცე, რომ ჩვენ კომპრომისებზე ვისაუბროთ. ორივე მხარე მზად უნდა ვიყოთ კონკრეტული კომპრომისებისათვის და ამის სივრცე გაჩნდება, როდესაც პატიმრების საკითხი იქნება გადაჭრილი. გასაგებია, რომ ხელისუფლება არ აღიარებს მათ როგორც პოლიტპატიმრებს, თუმცა საზოგადოებამ იცის, რომ ეს ადამიანები არიან პოლიტიკური დევნის ობიექტები. დღეს დგას არამხოლოდ მათი გათავისუფლების საკითხი, არამედ ფუნდამენტური ცვლილებების საკითხი, რათა ადგილი არ ჰქონდეს ისეთ კრიზისებს, რომლებიც უკან აბრუნებენ ამ ქვეყანას. ხელისუფლებაში ყოფნა ნიშნავს გაცილებით მეტ პასუხისმგებლობას და ძირითად ტვირთს კრიზისის გადაჭრაზე ამ ქვეყანაში. როდესაც ვსაუბრობთ კომპრომისზე იგულისხმება ორივე მხარე, თუმცა პირველ რიგში ასეთი ტიპის მზაობა უნდა იყოს ხელისუფლებისგან, მათი განცხადებები კი ამას ხელს არ უწყობს“, - აღნიშნა ხათუნა სამნიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს