გიგა ბოკერია - ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, ჩვენ გვაქვს ამოცანა, რომ ქვეყანას კრიზისიდან გამოსვლა სჭირდება

ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, ჩვენ გვაქვს ამოცანა, ქვეყანას კრიზისიდან გამოსვლა სჭირდება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა , გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მოლაპარაკებების მაგიდაზე არსებული ექვსივე პუნქტი მნიშვნელოვანია.

„ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, რა გზებით გაათავისუფლებს ხელისუფლება ნიკა მელიას, რა გზა იქნება ეს X-ით თუ Y-ით , მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენი პოზიცია წერილში დეტალურად არის მოცემული, რომელიც გამოქვეყნდა. ყველა პუნქტზე, რომელიც, ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანია, ჩვენი აზრი განმარტებულია. ამის შემდეგ არაფერი შეცვლილა არც სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით და არცერთ სხვა საკითხზე. არ მიმაჩნია მართებულად იმ პოზიციიდან გადახვევა, რომელიც წერილშია მითითებული. ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, ჩვენ გვაქვს ამოცანა, ქვეყანას კრიზისიდან გამოსვლა სჭირდება და ამას სჭირდება იმ საკითხების მოგვარება, რომელიც არის პრეზიდენტ მიშელის მოხაზულ დოკუმენტში და იმ ფორმით, რა ფორმითაც წერილში გვაქვს მოცემული“,-განაცხადა ბოკერიამ.

მისი შეფასებით, ხელისუფლების რიტორიკა, რომ ვადამდელი არჩევნების საკითხი არ განიხილება, მოლაპარაკებებში ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა.

„ამ ადამიანების უპრინციპობას ერთი დადებითი ეფექტი აქვს, მათ სიტყვას არც ცუდს და არც კარგს, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, თავისუფლად შეიძლება ხვალ გადათქვან და პირიქით“, - განაცხადა ბოკერიამ.

მან არ გამორიცხა, რომ შესაძლოა, მედიატორების მხრიდან ადეკვატური შემოთავაზება საჭირო გახდეს.

„ვფიქრობ, მედიატორებისგან შესაძლოა ადეკვატური შემოთავაზება საჭირო გახდეს. მოქნილები ვართ, მაგრამ პრინციპულები. სწორედ ამიტომ გამოვაქვეყნეთ წერილი, სადაც ჩვენი მოქნილი, მაგრამ პრინციპული პოზიციაა“,-განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. მასში ნათქვამია, რომ გააზრებული აქვთ შეთანხმების მიღწევის აუცილებლობა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა