ლიეტუვას პრეზიდენტი - ვეთანხმები ჯო ბაიდენს, ვლადიმერ პუტინი მკვლელია

ლიეტუვას პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ნათქვამს იზიარებს, რომლის მიხედვითაც ვლადიმერ პუტინი მკვლელია. ამის შესახებ მან ლიეტუვას საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს განუცხადა.

„სამწუხაროდ, ეს ასეა. ვხედავ მრავალ ნიშანს, რომელიც აშკარად ცხადყოფს ცივილიზებული სამყაროს ღირებულებების, ქვეყნების თვითგამორკვევის უფლებებისა და მეზობლის ტერიტორიული მთლიანობის უგულებელყოფას, რომელსაც ბოლო პერიოდია კრემლი საკმაოდ დემონსტრაციულად ახორციელებს“, -განაცხადა მან.

შეგახსენებთ, 17 მარტს, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ტელეკომპანია ABC News-ის ეთერში განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი მკვლელია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა