კრისტიან დანიელსონი - მთავარია მოვაგვაროთ ისეთი პრობლემები, როგორიცაა საარჩევნო რეფორმა და მართლმსაჯულება

შორს რომ გავიხედოთ, ჩემი აზრით, მთავარია მოვაგვაროთ ისეთი პრობლემები, როგორიც არის საარჩევნო რეფორმა და მართლმსაჯულება. რა თქმა უნდა, სხვა საკითხებიც იქნება განხილული და ხვალ ჩვენ ამას წარვადგენთ, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ხვალისთვის მისი დოკუმენტი მზად იქნება, რომელშიც შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილი ყველა საკითხი იქნება განხილული.

,,არ მოელოდოთ ჩემგან დეტალებს, ხვალ დოკუმენტი მზად იქნება. საკითხები ისედაც ვიცით იმიტომ, რომ ეს იყო დატოვებული პრეზიდენტ მიშელის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში. შორს რომ გავიხედოთ, ჩემი აზრით, მთავარია მოვაგვაროთ ისეთი პრობლემები, როგორიც არის საარჩევნო რეფორმა და მართლმსაჯულება. რა თქმა უნდა, სხვა საკითხებიც იქნება განხილული და ხვალ ჩვენ ამას წარვადგენთ“, - აღნიშნა კრისტიან დანიელსონმა.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა დღეს დილიდან შეხვედრები გამართა პრემიერ-მინისტრთან და პრეზიდენტთან. ასევე მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა პოლიტიკური პარტიებთან ინდივიდუალურ რეჟიმში შეხვედრები. დანიელსონი შეხვდა როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის ლიდერებს.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება