მსოფლიოს 23 ქვეყნის ლიდერები და ჯანმო-ს ხელმძღვანელი პანდემიასთან დაკავშირებული ხელშეკრულების გაფორმებისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ

მსოფლიოს სჭირდება გლობალური ხელშეკრულება პანდემიის საკითხებზე, რათა მომავალში ქვეყნები დაცულები იყვნენ, - ამის შესახებ ნათქვამია 23 ქვეყნის ლიდერებისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თავმჯდომარის, ტედროს ადანომ გებრეისუსის ერთობლივ სტატიაში.

”იქნება სხვა პანდემიები და ჯანდაცვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საგანგებო სიტუაციები. არცერთ მთავრობას ან ორგანიზაციას არ შეუძლია, ამ საფრთხის მარტო მოგვარება. მიგვაჩნია, რომ ქვეყნებმა უნდა იმუშაონ ახალი საერთაშორისო შეთანხმების მისაღწევად პანდემიისთვის მზადყოფნისა და რეაგირების მიზნით,“- აცხადებენ ლიდერები.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ მათი, როგორც ქვეყნებისა და საერთაშორისო ინსტიტუტების ლიდერების პასუხისმგებლობაა, უზრუნველყონ, რომ მსოფლიომ კოვიდ 19-ის პანდემიის მაგალითზე ისწავლოს.

ხელმომწერების აზრით, ხელშეკრულებაში უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანების, ცხოველებისა და პლანეტის ჯანმრთელობა ერთმანეთთან არის დაკავშირებული და ამან ქვეყნებს პასუხისმგებლობის გაზიარების, გამჭვირვალობისა და თანამშრომლობის გაძლიერებისკენ უნდა უბიძგოს.

სტატიის ავტორები არიან საფრანგეთის, გერმანიის, ბრიტანეთის, ესპანეთის, ნორვეგიის, პორტუგალიის, რუმინეთის, ფიჯის, რუანდის, კენიის, საბერძნეთის, კორეის, ჩილეს, კოსტა რიკის, ალბანეთის, სამხრეთ აფრიკის, ტრინიდადი და ტობაგოს, ნიდერლანდების, ტუნისის, სენეგალის, სერბეთის, ინდონეზიის, უკრაინის ლიდერები და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

ასეთი ხელშეკრულების იდეა, რომელიც პანდემიის საწინააღმდეგო ვაქცინებზე, მედიკამენტებსა და დიაგნოზზე უნივერსალურ და სამართლიან ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს, ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა „დიდი ოცეულის“ სამიტზე გასული წლის ნოემბერში გააჟღერა.

იხილეთ ვიდეო:მსოფლიოს 23 ქვეყნის ლიდერები და ჯანმო-ს ხელმძღვანელი პანდემიასთან დაკავშირებული ხელშეკრულების გაფორმებისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს