დავით სერგეენკო - ჩემი მოლოდინები ოპტიმისტურია - მოლაპარაკებები შედეგად გამოიღებს იმას, რომ ოპოზიციის უმრავლესობა პარლამენტში შემოვა

ჩემი მოლოდინები ოპტიმისტურია - მოლაპარაკებები შედეგად გამოიღებს იმას, რომ ოპოზიციის უმრავლესობა პარლამენტში შემოვა და პოლიტიკურ საქმიანობას აქ გააგრძელებს, - ეს განაცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ გააკეთა.

სერგეენკომ აქვე აღნიშნა, რომ ოპოზიცია მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობა“ არ არის და ოპოზიციურ სპექტრში სხვა პარტიებიც არის წარმოდგენილი.

“ეს იქნება სერიოზული და ეფექტიანი ტესტი იმისთვის, ვინ აყენებს პირველ ადგილზე პარტიულ ინტერესებს და ვინ - სახელმწიფოსას. ამას ძალიან მალე ვიხილავთ. პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების მხოლოდ იმიტომ დანიშვნა არ შეიძლება, რომ ოპოზიციის ნაწილს არჩევნების შედეგები არ მოსწონს, ეს მაშინ, როცა არჩევნები მთლიანად საერთაშორისო თანამეგობრობამ აღიარა. ერთი წონადი არგუმენტი მაინც უნდა იყოს, რომ რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს“, - განუცხადა ჟურნალისტრებს დავით სერგეენკომ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა