ალეკო ელისაშვილი - თუ „ლიბერთი ბანკში“ ბიზნესმენი მივა, მას შეუძლია კრედიტი 10%-ში აიღოს, ხოლო თუ სესხს პენსიონერი გამოიტანს, მას 36%-ში აძლევენ და ამ დაუცველ ადამიანებს ატყავებენ

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი დღევანდელ სხდომაზე „ლიბერთი ბანკის“ მიერ პენსიონერთათვის პენსიის გაცემის საკითხზე მოსმენის გამართვისა და აღნიშნულთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის, სოციალური სააგენტოსა და თავად ბანკის წარმომადგენლების დაბარების თაობაზე გადაწყვეტილებას მიიღებს.

ასეთი მოსმენის გამართვას პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი ითხოვს, რომლის შეფასებით, „ლიბერთი ბანკის“ მხრიდან პენსიონერთა არნახულ ძარცვას აქვს ადგილი“.

„მტკივნეული საკითხია პენსიონერთა პენსია და საბანკო პროცენტი. „ლიბერთი ბანკი“ პენსიონერებს ძარცვავს! ჩვენს თვალწინ გამაოგნებელი უსამართლობა ხდება, როცა თუკი „ლიბერთი ბანკში“ ბიზნესმენი მივა, მას შეუძლია კრედიტი 10%-ში აიღოს, ხოლო თუკი სესხს პენსიონერი გამოიტანს, მას 36%-ში აძლევენ და ამ დაუცველ ადამიანებს ატყავებენ. სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, პენსიონერთა 50%-ს რამდენიმე თვის და რამდენიმე წლის პენსია წინასწარ აქვს გამოტანილი“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა