ადვოკატი - გოგი წულაიას გადასხმებს უკეთებენ, სტაბილური სიტუაციაა, მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშაა

პოლიტიკოსი გოგი წულაიას მდგომარეობა სტაბილურია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ წულაიას ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა განუცხადა, წულაიას კლინიკაში გადასხმებს უკეთებენ.

„გადასხმებს უკეთებენ დღეს მთელი დღე. სტაბილური სიტუაციაა. მედპერსონალი ამბობს, რომ მეთვალყურეობის ქვეშააა. ნორმალიზაცია მიდის. ახლაც შიმშილობს. უბრალოდ წვეთოვანზეა ახლა“, - განაცხადა გელბახიანმა.

ცნობისთვის, გუშინ პოლიტიკოსი გოგი წულაია ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გოგი წულაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით წარუდგინეს, რაც სექსუალური ძალადობის მსგავს ქმედებას გულისხმობს. თავდაპირველად, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც ძალადობას გულისხმობდა. შსს-ს ინფორმაციით, წულაიამ ნაქირავებ ბინაში ნაცნობ ქალზე იძალადა.

წულაია მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების დღიდან, 19 მარტიდან მოყოლებული შიმშილობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა