აკაკი მინაშვილის განცხადებით, მოლაპარაკებების პროცესში ორი ძირითადი საკითხია გადასაწყვეტი - ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, აკაკი მინაშვილის განცხადებით, მოლაპარაკებების პროცესში ორი ძირითადი საკითხია გადასაწყვეტი - ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ამის შესახებ მინაშვილმა ჟურნალისტებს მედიატორ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

მისივე თქმით, ვადამდელი არჩევნები თითოეული მოქალაქისთვის აუცილებელია.

„ორი მნიშვნელოვანი საკითხია - პოლიტპატიმრების: ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება, პოლიტიკური დევნის დასრულება და ვადამდელი არჩევნები, რომელიც მიგვიყვანს მშვიდობიანი და დემოკრატიული გზით ცვლილებებამდე, რომელიც აუცილებელია თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის“, - განაცხადა მინაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა