ალუდა ღუდუშაური სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე - შესაძლებელია, ჩვენს პარტნიორებს აშშ-ში ინფორმაცია ან ცალმხრივად ჰქონდათ ან არასრულყოფილად

შესაძლებელია ინფორმაცია ჩვენს პარტნიორებს აშშ-ში ჰქონდათ ან ცალმხრივად ან არასრულყოფილად, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებთან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში გამოთქმულ კრიტიკასთან დაკავშირებით განაცხადა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის კომენტირებისას, მან ძირითადად, აშშ-ის სენატში ცოტა ხნის წინ გამართული განხილვების დროს გაკეთებულ განცხადებებზე გაამახვილა ყურადღება.

„ანგარიშში შესაძლებელია იყოს კრიტიკული პოზიციაც დაფიქსირებული, ამ ანგარიშში გაცილებით უკანა დროით არის ასახული ფაქტები. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვნახეთ აშშ-ის სენატის საკომიტეტო მოსმენაზე გამოთქმული განცხადებები, რომელიც არის ყურადსაღები და გასათვალისწინებული.

ვფიქრობ, ამოსავალი არის ის, რომ როცა ვსაუბრობთ ანგარიშზე, ბუნებრივია, ეს შესაძლებელია იყოს განპირობებული, რომ ინფორმაცია ჩვენს პარტნიორებს აშშ- ში ჰქონდათ ან ცალმხრივად ან არასრულყოფილად, ხოლო საკომიტეტო მოსმენის დროს მკაფიოდ ვნახეთ, რომ ჩვენმა მეგობრებმა, ამერიკელმა პარტნიორებმა ხაზგასმით აღნიშნეს ის, რომ ყოველი დაკარგული დღე, როცა ოპოზიცია არ ასრულებს მოვალეობას და არ შემოდის პარლამენტში, ეს არის რუსეთის წისქვილზე წყლის დასხმა, ასევე მკაფიოდ ითქვა, რომ ბატონმა მელიამ დაარღვია კანონი,"- განაცხადა ღუდუშაურმა.

კითხვაზე, რატომ ჰქონდათ სახელმწიფო დეპარტამენტს „ცალმხრივი ინფორმაცია" და აქვს თუ არა კომუნიკაციის პრობლემა მმართველ გუნდს, ღუდუშაური აცხადებს, რომ ის საუბრობს დეპარტამენტისთვის სხვადასხვა არხებით მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომელიც მისი აზრით ხშირ შემთხვევაში არაობიექტურია და აქვე აცხადებს, რომ სენატში გამოთქმული მოსაზრებებია ყურადსაღები.

„თქვენ ეს შთაბეჭდილება არ უნდა დაგრჩენოდათ, კომუნიკაცია არ ხდება ერთი არხით, ხდება სხვადასხვა საშუალებებით და ინფორმაცია შეიძლება მიწოდებული იყოს სხვადასხვა არხით და იყოს ხშირ შემთხვევაში არაობიექტური. ამაზე ვსაუბრობდი. ამიტომ როცა საკომიტეტო მოსმენის დროს ვიხილეთ შეფასებები, ეს არის ოფიციალური შეფასებები და ეს არის ყურადსაღები,"- განაცხადა ღუდუშაურმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი