ჩაფიძის კლინიკის ექიმის განცხადებით, „მედკაპიტალის“ გარდაცვლილ ექიმს დაბადებიდან ჰქონდა ხერხემლის და გულმკერდის მკვეთრი ანომალია და ხშირად გადიოდა სტაციონარულ მკურნალობას

პროფესორის, ჩაფიძის კლინიკის პულმონოლოგის, თამაზ მაღლაკელიძის განცხადებით, „მედკაპიტალის“ გარდაცვლილ ექიმს დაბადებიდან ჰქონდა ხერხემლის და გულმკერდის მკვეთრი ანომალია და ის ხშირად გადიოდა სტაციონარულ მკურნალობას.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, პაციენტი ჟანგბად დამოკიდებული იყო.

„პაციენტი ჩვენს კლინიკაში შემოვიდა პარასკევს. სასწრაფო დახმარების მანქანით გადმოყვანილი იქნა სუნთქვის, გულის უკმარისობით, ქრონიკული პაციენტია, ადრეც მკურნალობდა ჩვენთან. დაბადებიდან ჰქონდა ხერხემლის და გულმკერდის მკვეთრი ანომალია, აქედან გამომდინარე, ჩამოყალიბდა ის დაავადებებიც, რომელიც შემდგომში განუვითარდა. ეს იყო ფილტვის დაავადება, კერძოდ, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ფილტვის ფიბროზი, გულის დაავადებები.

პაციენტის მდგომარეობა ქრონიკული გახდა, რის შემდეგადაც, ხშირად მკურნალობდა სტაციონარებში, ჟანგბად დამოკიდებული იყო, ჟანგბადის მიწოდების გარეშე ჟანგბადის პარციალური წნევა სისხლში მკვეთრად ვარდებოდა, რის შედეგადაც ვითარდებოდა მწვავე სუნთქვითი უკმარისობა. მუდმივად ხმარობდა ჟანგბადის კონცენტრატორს“,- აცხადებს თამაზ მაღლაკელიძე.

კითხვაზე, რამდენად უკავშირდება ექიმის გარდაცვალება კორონავირუსის ვაქცინაციას, თამაზ მაღლაკელიძე განმარტავს, რომ ეს „აბსურდული ვერსიაა“. როგორც ის აცხადებს, ქრონიკულ პაციენტს ვაქცინა დაავადების რემისიის ფაზაში უნდა ჩაუტარდეს.

„ქრონიკული დაავადებების პაციენტს შეიძლება ვაქცინა გაუკეთდეს, ქრონიკული პაციენტები პირიქით საჭიროებენ ამ აცრის გაკეთებას, რომ არ დაავადნენ და კიდევ უფრო არ დაუმძიმდეთ დაავადება.

ქრონიკულ დაავადებას აქვს რემისიის და გამწვავების ფაზა. ალბათ, რემისიის ფაზა ჰქონდა და გაუკეთეს, გამწვავების ფაზაში, როდესაც სიპაპზეა, იქ აზრი არ აქვს“,- აცხადებს თამაზ მაღლაკელიძე.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი