დიმიტრი პესკოვი - უკრაინული მხარე შესაძლოა, ამა თუ იმ გზით პროვოკაციულ ქმედებებზე წავიდეს, რაც ომს გამოიწვევს

კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთი შეშფოთებულია უკრაინაში დაძაბულობის ზრდით და შიშობს, რომ ქვეყნის მთავრობის ქმედებებმა, შესაძლოა, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში კონფლიქტის ხელახალი დაწყება გამოიწვიოს.

„ჩვენ გამოვთქვამთ შეშფოთებას მზარდი დაძაბულობის გამო და იმის გამო, რომ ამა თუ იმ გზით, უკრაინული მხარე შესაძლოა, პროვოკაციულ ქმედებებზე წავიდეს, რაც ომს გამოიწვევს. რა თქმა უნდა, ნამდვილად არ გვსურს ამის ნახვა“, – აღნიშნა პესკოვმა.

კითხვაზე, უშვებს თუ არა ის ამ ომში დონბასის მხარეს რუსეთის მონაწილეობის შესაძლებლობას, კრემლის პრესსპიკერმა განმარტა: ”ვგულისხმობ სამოქალაქო ომს, რომელსაც იქ უკვე ადგილი ჰქონდა“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა