პოლიცია და შრომის ინსპექციის წარმომადგენლები ობიექტზე შედიან, სადაც რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი მეგობრებთან ერთად იმყოფება

პოლიცია შრომის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად იმ სასტუმროში შედიან, სადაც რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი მეგობრებთან ერთად იმყოფება.

მანამდე პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ ლიდერმა, რომელიც აღნიშნულ სასტუმროსთან მიმდინარე აქციაზე იმყოფება, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცხელ ხაზზე- 112-ზე დარეკა და ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ, რომ სასტუმროში მყოფი რუსული დელეგაციის წარმომადგენლები „კომენდანტის საათს“ არღვევდნენ.

სწორედ ამის შემდეგ პოლიციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სამართალდამცველები სასტუმროში შევლენ და ვითარებაში გაერკვევიან.

„ვინც გადაადგილების შესახებ შეზღუდვას დაარღვევს, ყველაზე მივიღებთ შესაბამის ზომებს“,- განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა.

გარდა ამისა, ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, რუსი ჟურნალისტი სასტუმრომდე პოლიციამ მიაცილა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა