შრომის ინსპექციის სამსახური სასტუმრო "ვინოტელში" გატარებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

შრომის ინსპექციის სამსახური სასტუმრო "ვინოტელში" გატარებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, იურიდიული პირი 10 000 ლარით დაჯარიმდა და მიეცა მკაცრი გაფრთხილება აკრძალული ღონისძიების შეწყვეტის შესახებ.

"შრომის ინსპექციამ 31 მარტს, სასტუმრო "ვინოტელში" გამართულ ღონისძიებასთან დაკავშირებით მყისიერი რეაგირება შეტყობინების მიღებისთანავე მოახდინა.

ადგილზე განხორციელებული ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა საქართველოს მთავრობის N322 დადგენილებით აკრძალული საქმიანობა. სამართალდამრღვევი იურიდიული პირი 10 000 ლარით დაჯარიმდა და მიეცა მკაცრი გაფრთხილება აკრძალული ღონისძიების შეწყვეტის შესახებ.

აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენისთვის სამართალდამრღვევის მიმართ განსაზღვრულია სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რომლის დაფიქსირების შემდეგ, საქმის მასალები შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცემა", - ნათქვამია განცხადებაში.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ