ელენე ხოშტარიას განცხადებით, 1-ელ აპრილს სასტუმრო „რუმსთან“ აქცია გაიმართება

პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია მოქალაქეებს მოუწოდებს, 11:00 საათიდან აქციას შეუერთდნენ სასტუმრო „რუმსთან“, სადაც ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი სტუმრებთან ერთად იმყოფება.

როგორც ხოშტარიამ განაცხადა, აქციის მონაწილეები მთელი ღამის განმავლობაში სასტუმროსთან დარჩებიან.

„ჩვენ აქ ვიქნებით. ყველა მოქალაქეს მოვუწოდებთ, ხვალ 11:00 საათზე შევიკრიბოთ აქ „სტამბის“ წინ. თუ მთავრობა უქმნის კომფორტს ჩვენი ქვეყნის შეურაცხმყოფელებს, ჩვენ ამის საშუალება მათ არ მივცეთ. მანამდე მოვუწოდებ ხელისუფლებას, მორიგ ჯერზე ნუ მიაყენებენ მოქალაქეებს შეურაცხყოფას. ნუ ცდიან მოთმინებას და როგორც მოითხოვს ჩვენი ქვეყნის კანონი, ღირსება, ისტორია, გაამგზავრონ აქედან ეს არასასურველი სტუმარი“,- განაცხადა ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, რომ სასტუმრო „რუმსთან“, სადაც რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი სტუმრებთან ერთად იმყოფება, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები აქციას მართავენ. ისინი პოზნერისა და მისი სტუმრების მიერ საქართველოს დატოვებას მოითხოვენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა