აქტივისტებმა სასტუმრო „რუმსთან“, სადაც ვლადიმერ პოზნერი სტუმრებთან ერთად იმყოფება, ტორტი მიიტანეს

სამოქალაქო აქტივისტებმა სასტუმრო „რუმსთან“, სადაც რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფება, ტორტი მიიტანეს, რომელზეც პროტესტის ნიშნად უცენზურო შინაარისის წარწერა არის დატანილი.

აქტივისტების განმარტებით, ამ ტორტით და პერფორმასით პოზნერს დაბადების დღეს ულოცავენ.

აქტივისტებს ამ ტორტის მიატანა სასტუმროს ტერიტორიაზე სურდათ, თუმცა ამის საშუალება ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა არ მისცეს.

აქტივისტი გიგა მაქარაშვილი ითხოვს, პოლიციამ განუმარტოს, რა კანონს არღვევს, რაზეც პოლიციამ განუცხადა, რომ შეინარჩუნოს სიმშვიდე და დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი.

აქტივისტებმა სასტუმროში ტორტის შეტანა ვერ მოახერხეს და ის მიმდებარე ტერიტორიაზე დატოვეს, სადაც სამართალდამცველები არიან განლაგებული.

შეგახსენებთ, ვლადიმერ პოზნერი საქართველოში 31 მარტს ჩამოვიდა. მის ვიზიტს საქართველოში სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა, რომლებსაც მოგვიანებით, პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ. პოზნერს სასტუმრო "ვინოტელის" დატოვება, სადაც ის სტუმრებთან ერთად ვახშმობდა, პროტესტის ფონზე, პოლიციის კორდონის საშუალებით, მოუწია. სასტუმრო "ვინოტელი" კი შრომის ინსპექციის სამსახურმა აკრძალული საქმიანობის განხორციელებისთვის, 10 000 ლარით დააჯარიმა.

ვლადიმერ პოზნერი და მისი სტუმრები სასტუმრო "რუმსში" არიან დაბინავებული. "რუმსის" ტერიტორიაზე კვლავ რჩებიან აქციის მონაწილეები. აქციის მონაწილეების თქმით, პოზნერი არის განცხადების ავტორი, რომლის თანახმადაც "აფხაზეთი არასდროს იქნება საქართველოს ნაწილი", რითაც მან საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას შეურაცხყოფა მიაყენა და მან საქართველო უნდა დატოვოს. ამასთან, აქტივისტები აცხადებდნენ, რომ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა ე.წ. კომენდანტის საათი დაარღვიეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა