მოლდოვაში, 30 მაისამდე, პანდემიასთან დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

მოლდოვაში კორონავირუსის გამო 30 მაისამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის საპარლამენტო უმრავლესობამ 31 მარტის სხდომაზე მიიღო.

პროექტის თანახმად საგანგებო მდგომარეობა 60 დღით, 2021 წლის 1-ლი აპრილიდან 30 მაისამდე იქნება ძალაში. ამასთან, მთავრობამ უნდა მოამზადოს შეზღუდვების ჩამონათვალი, რომელიც ქვეყანაში უნდა დაწესდეს.

შეგახსენებთ, 29 მარტს მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა, რომ ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მიზნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საკანონმდებლო ორგანოში კვორუმის არარსებობის გამო იგორ გროსუს მთავრობისთვის ხმის მიცემის პროცედურა ჩაიშალა.

იხილეთ ვიდეო:მოლდოვაში, 30 მაისამდე, პანდემიასთან დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა