გიგი წერეთელი ფინანსთა მინისტრის გადადგომაზე - შესაძლებელია გუნდიდან გასვლა შიდა დაპირისპირებებს უკავშირდებოდეს

შესაძლებელია გუნდიდან გასვლა შიდა დაპირისპირებებს უკავშირდებოდეს,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა განაცხადა, რითაც ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის თანამდებობიდან გადადგომის საკითხს გამოეხმაურა.

მისი თქმით, პარტია „ქართულ ოცნებიდან“ წევრების გადინების პროცესი დაწყებულია.

„ეს არ არის მარტო ის, რომ შიდა ბრძოლა და გადაჯგუფებები მიმდინარეობს, მთავარი მიზეზია ის კრიზისი, რომელიც ქვეყნის პოლიტიკურ ნაწილშია. ასევე, ეკონომიკურ ნაწილში, პანდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით. ამის ყველაზე კარგი მაჩვენებელი და ინდიკატორია ლარის კურსი. ეს მდგომარეობა ჩვენი მოსახლეობისთვის ყოველდღიურად მძიმდება, აისახება ფასებზე და გაუსაძლის ცხოვრებაზე. ეს არის გამოვლინება კრიზისისა და უპასუხისმგებლობის. მაშინ, როდესაც მიმდინარეობს დაპირისპირებები სახელისუფლებო გუნდში, არის განაცხადი, რომ გიორგი გახარიაც პარტიის შექმნას იწყებს, კიდევ არის სხვა ჯგუფები. შესაძლებელია გუნდიდან გასვლა უკავშირდებოდეს სწორედ ამ გადაჯგუფებას და შიდა დაპირისპირებას“,-განაცხადა გიგი წერეთელმა.

ცნობისთვის, 31 მარტს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა თანამდებობა დატოვა. შესაბამისი განცხადება მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. მაჭავარიანს თანამდებობის დატოვების მიზეზი არ დაუსახელებია, მაგრამ განმარტა, რომ პოსტიდან წასვლას ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს გეგმავდა. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ წინ იყო კრიზისული ბიუჯეტის დამტკიცების პროცედურა, ასევე, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის დასრულების თაობაზე, გადაწყვეტილება რამდენიმე თვით გადადო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა