საბა ბუაძე - ხელისუფლების ვალდებულებაა გაასაჯაროვოს ყველა რუსი ვიზიტორის ვინაობა და დაადასტუროს, რომ დარღვეული არ აქვთ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი და კოვიდრეგულაციების ნაწილი

„ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის საბა ბუაძის განცხადებით, მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე ხელისუფლების პირდაპირი ვალდებულებაა, გაასაჯაროვოს ყველა რუსი ვიზიტორის ვინაობა და დაადასტუროს, რომ მათ დარღვეული არ აქვთ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი და კოვიდრეგულაციების ნაწილი.

აღნიშნული განცხადება საბა ბუაძემ რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერისა და მისი სტუმრების საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ ისიც უნდა დაამტკიცოს, რომ თავად არ დაურღვევია კანონი პოზნერისა და მისი სტუმრების საქართველოში შემოყვანით.

„მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე ხელისუფლების პირდაპირი ვალდებულებაა გაასაჯაროვოს ყველა რუსი ვიზიტორის ვინაობა და დაადასტუროს, რომ მათ დარღვეული არ აქვთ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი და კოვიდრეგულაციების ნაწილი.

ჩვენ ვნახეთ, რომ გუშინ ბევრი რეგულაცია დაირღვა და ახლა ხელისუფლების პირდაპირი პასუხისმგებლობაა, დაამტკიცოს, რომ სხვა კანონები არ დარღვეულა.

უფრო სწორედ, ამ ხალხის გარდა, ხელისუფლება ვალდებულია დაამტკიცოს, რომ თავად არ დაურღვევია კანონი ამ ხალხის საქართველოში შემოყვანა-დახვედრა-გაცილებით,“- განაცხადა საბა ბუაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა