ამირან გამყრელიძე - ჩინური ვაქცინა უფრო ძვირია - 20 დოლარის ფარგლებში გვიჯდება, „ასტრაზენეკა“ 4-5 დოლარად, „ფაიზერი“ კი 11-12 დოლარად ვიყიდეთ

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სახელმწიფომ ჩინურ ვაქცინაში იმაზე მეტი გადაიხადა, ვიდრე „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინებში.

როგორც გამყრელიძემ განმარტა, სახელმწიფოს „სინოფარმის“ ერთი ვაქცინა 18-20 დოლარის ფარგლებში უჯდება.

„ვაქცინების ფასები სხვადასხვა ქვეყნებისთვის სხვადასხვაა. ჩვენ „ასტრაზენეკა“ „კოვაქსის“ საშუალებით ვიყიდეთ თუ არ ვცდები, 4-5 დოლარის ფარგლებში, „ფაიზერი“ ვიყიდეთ 11-12 დოლარის ფარგლებში და ჩინური ვაქცინა „სინოფარმი“ უფრო ძვირია და სადღაც 18-20 დოლარის ფარგლებში გვიჯდება. ზოგადად ძალიან დიდი დეფიციტია მსოფლიო ბაზარზე ვაქცინების და ადვილი არ არის, რომ აარჩიო ფასის მიხედვით ვაქცინა,“ - განაცხადა გამყრელიძემ.

იხილეთ ვიდეო:შაბათს შემოდის ჩინური "სინოფარმის" 100 ათასი დოზა ვაქცინა, რომელიც იყიდა ქვეყანამ და "სინოვაკის" ამდენივე დოზა, რომელიც ჩინეთმა საქართველოს აჩუქა - ამირან გამყრელიძე

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება