სომხეთის პარლამენტმა არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარებას მხარი დაუჭირა

სომხეთის ეროვნულმა ასაბლეამ საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა.

ცვლილებები მომავალი არჩევნებისთვის სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს.

კანონპროექტს მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა.

პროცედურულად, კანონის ამოქმედებამდე, მას ხელი ქვეყნის პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს.

აქამდე არჩევნები სომხეთში შერეული - პროპორციული და რეიტინგული სისტემით ტარდებოდა.

შეგახსენებთ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ფორმალურად 20 აპრილიდან 5 მაისამდე პერიოდში გადადგება, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების თარიღად კი 20 ივნისი დაასახელა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა