ნიკოლოზ სამხარაძე - როცა ურთიერთშეთახმების საკითხი დგას და ერთი მხარე თანახმაა ხელი მოაწეროს, ხოლო მეორე მხარე არ არის თანახმა, პასუხისმგებლობა ოპოზიციაზე გადადის

მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, შექმნილ ვითარებაზე მთავარი პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზეა, მაგრამ როდესაც ურთიერთშეთახმების საკითხი დგას და ერთი მხარე თანახმაა შეთანხმებას ხელი მოაწეროს, ხოლო მეორე - არ არის თანახმა, ამ შემთხვევაში, პასუხისმგებლობა ოპოზიციაზე გადადის, - ეს განცხადება პარლამენტის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ, ევროპარლამენტარების განცხადებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად გააკეთა.

სამხარაძე იმასაც ამბობს, რომ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ რაიმე სანქციების გამოყენებას არ ელის.

“რატომ გაჟღერდა ევროპარლამენტარების ასეთი განცხადება? იმიტომ, რომ მოლაპარაკებები ვერ შედგა! შეთანხმებაზე ვინ არ მოაწერა ხელი? ჩვენ ხელს ვაწერდით, მაგრამ იმიტომ არ მოვაწერეთ, რომ თუ სხვა არავინ აწერდა, მხოლოდ “ქართული ოცნების“ ხელმოწერა არაფერს ნიშნავდა. იგივე თქვა დანიელსონმა, რომ მთავარი ამოცანა იყო, დოკუმენტზე ყველას მოეწერა ხელი. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ “ქართული ოცნება“ მზად იყო, იმ დოკუმენტზე ხელი მოეწერა. ჩვენ დოკუმენტის ძირითად ნაწილს ვეთანხმებოდოთ. იყო მცირე შენიშვნები, რაც ჩვენ გვქონდა, თუმცა ამ შენიშვნებზე შეთანხმება შესაძლებელი იყო. იმის გამო, რომ მეორე მხარიდან დოკუმენტის მიუღებლობა იყო, ჩვენი მცირე შენიშვნების განხილვაც აღარ მომხდარა. ევროპარლამენტარების განცხადება მივიღეთ ისე, როგორც იქ წერია, რომ შეუთანხმებლობა ქვეყანას აზარალებს და აშორებს ევროპულ მომავალთან. ამას ჩვენ ვეთანხებით - პოლიტიკური კრიზისი ქვეყანას ევროპულ მომავალთან აშორებს!“ - განუცხადა ჟურნალისტებს სამხარაძემ.

ევროპარლამენტარებმა გაავრცელეს განცხადება, სადაც გამოთქვამენ წუხილს იმის გამო, რომ საქართველოში პოლიტიკურმა ლიდერებმა ევროკავშირის მედიატორის კრისტიან დანიელსონის წინადადებაზე უარი თქვეს.

„პოლიტიკური პარტიებისგან კომპრომისზე უარის თქმის შემდეგ, საქართველოს ლიდერები არ უნდა მოელოდნენ ევროკავშირის მხრიდან ჩვეულ საქმიანობასთან დაბრუნებას. ევროპარლამენტის მხრიდან იქნება განსაკუთრებული მოწოდება, რომ მომხდარს შედეგები მოჰყვეს ფინანსური დახმარების კუთხით, მათ შორის, იქნება მოწოდება ფონდებიდან სახსრების შემდგომი გამოყოფის შეჩერებისკენ და პირობითობის ზრდისკენ, რაც დაკავშირებულია ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარებისა და ბიუჯეტის მხარდაჭერის პროგრამებთან", - ნათქვამია განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა