თბილისის მერიასთან სოფელ თხინვალის მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

თბილისის მერიასთან სოფელ თხინვალის მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, სოფელში მდებარე სტადიონი თბილისის მერიამ აუქციონზე გასაყიდად გაიტანა.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, აუქციონი შეჩერდეს და სტადიონთან სათანადო ინფრასტრუქტურა მოეწყოს. აქციაზე იმყოფებოდა „ლეიბორისტული პარტიის " ერთ-ერთი ლიდერი, ლაშა ჩხარტიშვილი, რომელმაც „ინტერპრესნიუსთან" საუბრისას არ გამორიცხა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, შესაძლოა, აქციები გაგრძელდეს და თბილისის მერიის წინ კარვებიც გაიშალოს.

„კალაძეს და ივანიშვილს საქართველო პირადი საკუთრება ჰგონიათ. არ ტოვებენ ბაღს, პარკს, სკვერს, სტადიონს, მთას, ბარს, ზღვას და მდინარეს. ცდილობენ, ყველაფერი საკუთარ თავზე გადაიფორმონ, ამის ნიმუშია რაც ხდება სოფელ თხინვალასთან მიმართებით, სადაც ერთადერთი სტადიონია, რომელიც 50 წელია ხალხმა შეინახა და საკუთარი საჭიროებისთვისაც კი არ გამოიყენა იმიტომ, რომ ის ემსახურება, როგორც სოფელ თხინვალს, ასევე ადგილობრივ სოფლებს. სტადიონი აუქციონზე გაიტანეს მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობამ არაერთხელ იბრძოლა და მსგავსი მცდელობები ჩაშალა“, - განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა