სვეტიცხოველის მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების აქცია გაიმართა

საქართველოს საპატრიარქოს ფონდის „გაამწვანე საქართველო“ ინიციატივით, მცხეთაში, სვეტიცხოველის მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების აქცია გაიმართა.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ გამწვანების აქციაში მონაწილეობა საკანონმდებლო ორგანოს და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მიიღო. აქციის მონაწილეებმა სამონასტრო კომპლექსის ეზოში 700-მდე 30 სახეობის დეკორატიული მცენარე დარგეს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია მსგავს აქციებში საზოგადოების ჩართულობა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ფონდთან „გაამწვანე საქართველო“ ერთად არაერთი პროექტი განახორციელა. ჩვენ მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ თანამშრომლობას“, - განაცხადა იური ნოზაძემ.

მათივე ცნობით, გამწვანების აქცია კომპანიის „საქართველოს ნერგები“ მხარდაჭერით გაიმართა.

იხილეთ ვიდეო:მცხეთაში, სვეტიცხოველის მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების აქცია გაიმართა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა