აკაკი ბობოხიძე - ნებისმიერი ადამიანი იდიოტია, ვისაც ჰგონია, რომ ნიკა მელიას გათავისუფლებით დასრულდება და ამოიწურება პრობლემა

ნებისმიერი ადამიანი იდიოტია, ვისაც ჰგონია, რომ ნიკა მელიას გათავისუფლებით დასრულდება და ამოიწურება პრობლემა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, აკაკი ბობოხიძემ ჟურნალისტებთან ოპოზიციის წევრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ალეკო ელისაშვილი აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებებზე თითქმის ყველაფერზე იყვნენ შეთანხმებულები, მაგრამ ოპოზიციამ 95 პროცენტით ჩაშალა, ბობოხიძემ ასე უპასუხა - „ალეკო ელისაშვილი კარგა ხანია „ქართულ ოცნებას“ ახმოვანებს“.

„რაც შეეხება პოლიტპატიმრების საკითხს, პოლიტპატიმრების საკითხი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. ნებისმიერი ადამიანი იდიოტია, ვისაც ჰგონია, რომ ნიკა მელიას გათავისუფლებით დასრულდება და ამოიწურება პრობლემა. ნიკა მელია გარეთ იყო, ნიკა მელიასთვის რომ მისი გარეთ ყოფნა-არყოფნა ყოფილიყო ყველაზე მთავარი საკითხი, მაშინ ის ციხეში არ აღმოჩნდებოდა. ზუსტად იგივე შეეხება რურუას. ბატონი ელისაშვილი ნუ წუხს რურუაზე, რურუაზე მეტად!“ - აცხადებს ბობოხიძე.

რაც შეეხება ოპოზიციის წევრების შეხვედრას, ბობოხიძის თქმით, დღეს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგისა და ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციაზე ისაუბრებენ.

„დღეს, ჩვენ ვისაუბრებთ შექმნილ მდგომარეობაზე და 15 მაისის აქციაზეც. როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლებას გონიერება არ ჰყოფნის ქვეყნისთვის საჭირო ნაბიჯები რომ გადადგას, სამწუხაროდ, იძულებულები ვართ, თვალნათლივ, ცხადად გადასაწყვეტ საკითხებზეც კი იძულებულ მდგომარეობაში ჩავაყენოთ. დღეს ვისაუბრებთ, რა უნდა გააკეთოს ოპოზიციამ იმისთვის, რომ „ქართული ოცნება“ იძულებული გახდეს მიიღოს ქვეყნისთვის საჭირო გადაწყვეტილება. ჩვენი მხრიდან კომპრომისები არაერთხელ გაჟღერებულა, ოპოზიციამ თავისი კომპრომისების შესახებ განაცხადი უკვე გააკეთა და თქვა, თუ რაზეა ის წამსვლელი“,- აცხადებს ბობოხიძე.

შეგახსენებთ, რომ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა გაიმართება. ოპოზიციის წარმომადგენლები სამოქმედო გეგმებსა და 15 მაისს დაგეგმილ აქციას განიხილავენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა