ზურაბ ჯაფარიძე - რომ არა ბოიკოტი და პოლიტიკური კრიზისი, რაც ქვეყანაშია, ყურადღებას არავინ მოგვაქცევდა

"გირჩი- მეტი თავისუფლებისთვის" ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ევროპარლამენტარების განცხადებები საქართველოს მოსახლეობისადმი გზავნილია, თუ რა მდგომარეობაში ჩააგდო ქვეყანა მან, ვინც ხელისუფლებაშია.

როგორც ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამაზე პასუხისმგებელი ოპოზიცია ვერ იქნება.

"მე ვერ ვიქნები ამაზე პასუხისმგებელი. ვიღაცას შეიძლება რაღაცები დააბრალო, მაგრამ ის, რაც წერია შარლ მიშელის პუნქტებში - ის რომ სასამართლო არ არის დამოუკიდებელი და არის პოლიტიზირებული, ის რომ ქვეყანაში არის პოლიტიკური დევნა და პოლიტიკური პატიმრები. ის, რომ არჩევნები არ ტარდება წესიერად, ის რომ ძალაუფლება ერთი კაცის ხელშია კონცენტრირებული და დასანაწილებელია ეს ძალაუფლება, ეს ჩემი ბრალი რანაირად შეიძლება იყოს? მე-9 წელია ესენი არიან ხელისუფლებაში. ეს არის გზავნილი მოსახლეობისადმი, რომ მათ გაიაზრონ რა მდგომარეობაში ჩააგდო ქვეყანა იმან, ვინც არის ხელისუფლებაში. რომ არა ბოიკოტი და პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ამ ქვეყანაშია, არავინ ყურადღებას არ მოგვაქცევდა. აქ ხალხმა უნდა გაპროტესტოს და ჩვენი დასავლელი პარტნიორების პოზიცია უნდა იყოს სიმართლე, არა დიპლომატიური ენა, არამედ კონკრეტულად უნდა უთხრან "ოცნებას" - სასამართლო უნდა იყოს ასე, ჩვენთან ასეა; არჩევნები უნდა ტარდებოდეს ასე, ჩვენთან - ასეა; ასეთი მასშტაბის კრიზისი ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში იქნებოდა დიდი ხნის წინ ხელახალი არჩევნებით დასრულებული. ეს არის მათი მხრიდანაც სათქმელი", - განაცხადა ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტარების მიერ გავრცელებულ საერთო განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლიტიკური პარტიებისგან კომპრომისზე უარის თქმის შემდეგ, საქართველოს ლიდერები არ უნდა მოელოდნენ ევროკავშირის მხრიდან ჩვეულ საქმიანობასთან დაბრუნებას. მასში აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტის მხრიდან იქნება განსაკუთრებული მოწოდება, რომ მომხდარს შედეგები მოჰყვეს ფინანსური დახმარების კუთხით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა