კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო გურამ დოჩანაშვილის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო გურამ დოჩანაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

როგორც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გურამ დოჩანაშვილის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია ქართული კულტურისათვის.

“თანამედროვეობის ერთ-ერთმა უდიდესმა შემოქმედმა, კლასიკოსმა გურამ დოჩანაშვილმა მთელი ცხოვრება ლიტერატურას მიუძღვნა და სიკეთეზე, კაცთმოყვარეობაზე, თავისუფლებისკენ სწრაფვასა და სამშობლოს სიყვარულის თემაზე არაერთი რომანი და მოთხრობა შექმნა. მისი შემოქმედება არა მარტო ქართული მწერლობის, არამედ მსოფლიო ლიტერატურის საგანძურად იქცა. მწერლის მოთხრობები და რომანები თარგმნილია მრავალ ენაზე, მისი ნაწარმოებები არაერთ კინოფილმსა და ტელესპექტაკლს დაედო საფუძვლად.

ყველასათვის საყვარელი მწერლის ნაწარმოებებზე მრავალი თაობა აღიზარდა. მან უნიკალური შემოქმედება დატოვა და გაამდიდრა ქართული კულტურა.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მწერალ გურამ დოჩანაშვილის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებსა და სრულიად საქართველოს”,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა