ესპანეთის პოლიციამ ნარკოტიკების კონტრაბანდაში ჩართული ჯგუფის 100-მდე წევრი დააკავა

ესპანეთის პოლიციამ ნარკოტიკების კონტრაბანდაში ჩართული ჯგუფის 100-მდე წევრი დააკავა. ესპანეთის პოლიციის განცხადებით, კონტრაბანდისტებს ჰაშიში და მარიხუანა მაროკოდან ესპანეთში ჩქაროსნული კატერებით გადაჰქონდათ.

სამართალდამცავი უწყების ცნობით, რეიდების განმავლობაში პოლიციამ 5 ტონაზე მეტი ჰაშიში და 230 კილოგრამზე მეტი მარიხუანა ამოიღო. ბანდის წევრების ნაწილი კატერების საწვავით მომარაგებაზე ზრუნავდა, ნაწილი კი ნარკოტიკებს ხილის გადამზიდ სატვირთოებში მალავდა, რათა შემდგომ ევროპაში დილერებისთვის მიეწოდებინათ.

100-ვე ეჭვმიტანილი სასამართლოს წინაშე წარდგება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა