ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის მრევლმა აღდგომა შერიგების ეკლესიაში იზეიმა

ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის სასულიერო დასმა და მრევლმა აღდგომა შერიგების ეკლესიაში იზეიმა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს.

მათივე ცნობით, სადღესასწაულო წირვას ეპისკოპოსი, მარკუს შოხი უძღვებოდა.

„ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის სააღდგომო ღვთისმსახურებას დაესწრო და საქართველოს მთავრობის, რელიგიის სააგენტოს სახელით შეკრებილ მრევლს დღესასწაული რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსმა, ნინო ჭავჭავაძემ მიულოცა.

წირვას ესწრებოდნენ სააგენტოს თანამშრომლები, ხატია გაბისონია და გიორგი პატაშური“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთნა, რუსთავის ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიაში, სააღდგომო მსახურებას პასტორი, ირინა სოლეი გაუძღვა.

მათი ინფორმაციით, ევანგელურ ლუთერულ ტაძარში სააღდგომო ღვთისმსახურებას დაესწრო და საქართველოს მთავრობის, რელიგიის სააგენტოს სახელით შეკრებილ მრევლს დღესასწაული მიულოცა სააგენტოს რეგიონულმა წარმომადგენელმა ქვემო ქართლში, აბაი ფაშაევმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა