ამირან გამყრელიძე - უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ  კარგა ხანს, სულ მცირე წლის ბოლომდე და მეტი, პირბადეების ტარება, ალბათ, დაგვჭირდება

უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ კარგა ხანს, სულ მცირე, წლის ბოლომდე და მეტი, ერთი წელი პირბადეების ტარება, ალბათ, დაგვჭირდება,-ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ვაქცინაციის შედეგი მაშინ გამოჩნდება, როცა ქვეყანაში კუმულაციური იმუნიტეტი დაგროვდება, იქამდე კი ვირუსის გავრცელების პრევენციის ყველაზე ეფექტური საშუალება პირბადის ტარებაა.

„პანდემიამ გვაჩვენა, რომ პირბადე არის ყველაზე უფრო მძლავრი დაცვის იარაღი. ამაზე არის ძალიან ბევრი სამეცნიერო მტკიცებულება. აქედან გამომდინარე უნდა იყოს ორმხრივი პასუხისმგებლობა, მარტო კონტროლი ვერაფერს იზამს თუ ჩვენი თვითშეგნება არ გაიზარდა, რომ დიახ, უნდა შევწუხდეთ ცოტა. მესმის, ყველას გვაწუხებს დღეს პირბადით ჯდომა, მაგრამ ამის გარდა სხვა არაფერი არ არსებობს. ვაქცინა შედეგს მოგვცემს, როცა კუმულაციური იმუნიტეტი დაგროვდება ქვეყანაში ანუ რაღაც რაოდენობა ადამიანებს ავცრით, ამიტომ უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ კარგა ხანს, სულ მცირე, წლის ბოლომდე და მეტი, ერთი წელი, პირბადის ტარება, ალბათ დაგვჭირდება,“- განაცხადა გამყრელიძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა