ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეტაპობრივად გაფართოვდება იმ ჯგუფების ჩამონათვალი, რომელთაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაში ჩართვა შეეძლებათ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, აპრილის ბოლომდე ვაქცინის გაკეთების 19 073 მსურველია ქვეყანაში რეგისტრირებული.

როგორც გამყრელიძე განმარტავს, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მომდევნო სხდომებზე საუბარი იქნება ასაკობრივი ჯგუფების გაფართოებაზეც.

„ვაქცინების რაოდენობა ქვეყანაში დაგროვდა, ამ ეტაპზე, 100 000 გვაქვს ერთი, მეორე გვაქვს 40 000, მესამეს დავაკლოთ 11 000, ვინც აიცრა. შესაბამისად, ვაქცინის მარაგი არის, რომ თანდათან გაფართოვდეს ვაქცინაცია და იმედია, ამ კვირაში, როცა საბჭო იქნება, ამაზე კიდევ ვიმსჯელებთ, მაგრამ ესეც ეტაპობრივად იქნება. აი, დღეს, გაფართოვდა და დაიწყო 55 წელს ზემოთ პირების ვაქცინაცია. რეგისტრაზციაზე, დაჯავშნაზე, პარასკევს, შაბათს, პირველ საათებში ძალიან დიდი აქტივობა იყო, შემდეგ ისევ ოდნავ მოეშვა. დღეისთვის, აპრილის ბოლომდე 19 073 ჯავშანია გაკეთებული გარდა იმ 11 000-ისა, ვინც აიცრა, მაგრამ ეს არ არის ბევრი, უფრო მეტია საჭირო, რომ სწრაფი ტემპებით ვიაროთ წინ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა