პაატა მანჯგალაძე IRI-ის კვლევაზე - ეს ტენდენციები ჩვენთვის ცნობილია - პოლიტიკოსები პოლიტიკური თემატიკით ძალიან გავერთეთ

ეს ტენდენციები ჩვენთვის ცნობილია. ჩვენ, პოლიტიკოსები პოლიტიკური თემატიკით ძალიან გავერთეთ, - ასე შეაფასა „სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)-ის“ ახალი კვლევა.

როგორც მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, „სტრატეგია აღმაშენებელი“ ხალხთან მეტი კომუნიკაციის მომხრეა და ამას ყველა შეხვედრაზე აფიქსირებს.

„ნებისმიერი კვლევა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია, ის გარკვეულ ტენდენციებს აჩვენებს, ერთგვარი პოლიტიკური სარკეა. რაც შეეხება ამ 60%-ს, რომელიც ბოიკოტს არ ემხრობა, სწორედ ამაზე ვსაუბრობდით შეხვედრებზე, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ მომხრე იყო ხალხთან მეტი კომუნიკაციის.

რაც შეეხება კვლევების გათვალისწინებას, „სტრატეგია აღმაშენებლისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის გათვალისწინება, ეს ტენდენციები ჩვენთვის ცნობილია. ჩვენ პოლიტიკოსები პოლიტიკური თემატიკით ძალიან გავერთეთ“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, კვლევა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ ჩატარდა. საანგარიშო პერიოდი 2021 წლის 2-26 თებერვალია.

საველე სამუშაოები „IPM“-ის მიერ ჩატარდა. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 75 პროცენტი.

კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა