ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, დაწესდება თუ არა ქვეყანაში კვლავ მკაცრი შეზღუდვები, ეს საზოგადოებაზეა დამოკიდებული

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, დაწესდება თუ არა ქვეყანაში კვლავ მკაცრი შეზღუდვები, ეს საზოგადოებაზეა დამოკიდებული.

როგორც გაბუნია განმარტავს, ამ ეტაპზე მხოლოდ უკვე დაწესებული ზომების პროცესის გამკაცრებაზეა საუბარი, თუმცა, მინისტრის მოადგილის თქმით, თუკი, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდება, მობილობის შეზღუდვის გარკვეულ მექანიზმებს ისევ გამოიყენებენ.

ამასთან, გაბუნიას განმარტებითვე, უკიდურესად მნიშვნელოვანია დიდი თავყრილობების, ქორწილების და სხვა სოციალური ღონისძიებების შეწყვეტა და მისი შეზღუდულ ფარგლებში ჩატარება.

„პირველ რიგში, უკიდურესად მნიშვნელოვანია, ტესტირების გაფართოებული პროგრამა, როგორც ბიზნესგარემოში, ასევე უკვე დასახლებულ პუნქტებში, სადაც იკვეთება შემთხვევების მატება, იქ კონტაქტების გამოვლენა გრძელდება და აქტიური ტესტირების პროგრამა მიმდინარეობს. ასევე, მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება ეს არის უკვე დაწესებული რეგულაციების ზედმიწევნით, ზუსტად აღსრულება. ჩვენი შრომის ინსპექტირების სამსახური, ასევე სამართალდამცავი ორგანოები, ვინც ჩართულები არიან აღსრულების პროცესში, მათ შორის, პირბადის სწორად ტარების მონიტორინგში, ამას გააძლიერებენ, მაგრამ საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის თემაც მნიშნელოვანია.

უკიდურესად მნიშვნელოვანია დიდი თავყრილობების, ქორწილის და სხვა სოციალური ღონისძიებების შეწყვეტა და მისი ჩატარება შეზღუდულ ფარგლებში. ეს არის ძალიან დიდი რისკი და ის ზომები, რომელიც დაწესებულია, უნდა აღსრულდეს. ჯერჯერობით ამაზე ვსაუბრობთ, რომ უკვე დაწესებული ზომების პროცესი გამკაცრდეს, მაგრამ თუ ტენდენციები ამგვარი მატებით გაგრძელდა, რა თქმა უნდა, მოგვიწვეს დავუბრუნდეთ იმ შეზღუდვებს, რომელიც გამოვიარეთ და აქედან მობილობის შეზღუდვის გარკვეული მექანიზმები ისევ გამოვიყენოთ. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად დაიცავს საზოგადოება უკვე დაწესებულ წესებს, ეს იქნება გარანტია იმისა, რომ ჩვენ აღარ მოგვიხდეს მეტი მკაცრი შეზღუდვებისკენ დაბრუნება“, - განაცხადა გაბუნიამ.

იხილეთ ვიდეო:

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა