გიორგი ხანიშვილი ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელს, იან ჩერნიკს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაცით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში ფიტოსანიტარიული შესაძლებლობების გაძლიერების, ვეტერინარიის მიმართულებით განხორციელებული მხარდამჭერი პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ, მომავალი წლიდან, საბაკალავრო და სამაგისტრო კურსების ქართველი სტუდენტები განათლების მისაღებად ჩეხეთის რესპუბლიკაში გაემგზავრებიან. პირველ ეტაპზე, ახალციხის უნივერსიტეტის წარჩინებული სტუდენტების ჯგუფი შეირჩევა, რომლებიც ფიტოსანიტარიისა და ვეტერინარიის მიმართულებით განათლებას ჩეხეთის რესპუბლიკის უმაღლეს სასწავლებლებში მიიღებენ.

„ჩვენ უკვე წლებია აქტიურად ვთანამშრომლობთ ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან. მათი მხარდაჭერით, ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების მიზნით, არაერთი პროექტი განხორციელდა. განათლების მიმართულებით ახალი პროექტიც მნიშვნელოვანი იქნება, რადგან საქართველოში სოფლის მეურნეობა აქტიურად ვითარდება და შესაბამისი კვალიფიციური სპეციალისტების მომზადება აუცილებელია“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სურსათის ეროვნულის სააგენტოს ხელმძღვანელი ზურაბ ჩეკურაშვილი და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა