ჯანმო „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ გამოყენების დამტკიცების საკითხს აპრილის ბოლოსთვის განიხილავს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩინური ვაქცინების „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ საგანგებო გამოყენების დამტკიცების საკითხს აპრილის ბოლოსთვის განიხილავს, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ორგანიზაციის პრესსპიკერმა მარგარეტ ჰარისმა განაცხადა.

მისივე თქმით, ვაქცინებთან დაკავშირებით დამატებით მონაცემებია საჭირო. ამასთან, მარგარეტ ჰარისმა აღნიშნა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოგზაურობისთვის ვაქცინაციის პასპორტების მოთხოვნას ამ ეტაპზე მხარს არ უჭერს, ვინაიდან ჯერჯერობით არ არის დამტკიცებული, ახდენს თუ არა აცრა ვირუსის გადაცემის პრევენციას.

ამასთან, კიდევ ერთი მიზეზი თანასწორობის საკითხია.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი