პროექტ “ახალგაზრდობა მნიშვნელოვანიას” ფარგლებში, ახალგაზრდულ მუშაკთა ასოციაციამ ახალგაზრდულ მუშაკთა პროფესიული გადამზადების პროგრამა დაიწყო

საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა საბჭოს პროექტ “ახალგაზრდობა მნიშვნელოვანიას” ფარგლებში, საქართველოს ახალგაზრდულ მუშაკთა ასოციაციამ ახალგაზრდულ მუშაკთა გადამზადების კურსი დაიწყო.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, სახელმწიფოს მიერ აკრედიტირებული პროფესიული გადამზადების პროგრამა 22 კვირის განმავლობაში განხორციელდება და მონაწილეს პროგრამის წარმატებით დასრულებისას გადაეცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს მის კომპეტენციებს იმუშაოს ახალგაზრდებთან, ახალგაზრდული საქმიანობის კონტექსტში.

ორგანიზაციის ცნობით, „ახალგაზრდული მუშაკის“ გადამზადების აკრედიტირებული პროგრამა, ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის მშენებლობის პროცესში, ახალგაზრდობის სააგენტომ მისი რეფორმის მთავარი მიმართულების, „ახალგაზრდული მუშაკის პროფესიად დანერგვისა და მხარდაჭერის“ ფარგლებში, საქართველოს ახალგაზრდულ მუშაკთა ასოციაციასთან ერთად, განათლების სამინისტროს მხარდაჭერით შეიმუშავა, რაც ახალგაზრდული მუშაკის ინსტიტუციონალიზაციის პროცესში გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

მათივე ინფორმაციით, „ახალგაზრდული მუშაკი“ ახორციელებს პროფესიულ ახალგაზრდულ საქმიანობას, რაც გულისხმობს არაფორმალური განათლების გზით, ახალგაზრდებისთვის ევროკავშირის მიერ აღიარებული საკვანძო კომპეტენციების გადაცემას და ასევე, იმ უნარებისა და დამოკიდებულებების განვითარებაში დახმარებას, რომლებიც აუცილებელია საზოგადოებრივ ცხოვრებაში ახალგაზრდების სრულფასოვნად მონაწილეობისა და საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად რეალიზებისთვის.

“ახალგაზრდული მუშაკის ინსტიტუტის დანერგვა და განვითარება ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ჩვენი პროექტის “ახალგაზრდობა მნიშვნელოვანიას” ფარგლებში ახალგაზრდული ორგანიზაციების გადამზადების მესამე თემატური მიმართულება სწორედ ახალგაზრდულ მუშაკთა გადამზადების პროგრამას მოიცავს, რომელსაც საქართველოს ახალგაზრდულ მუშაკთა ასოციცია ახორციელებს და მასში ჩართულია ჩვენი პროექტის მონაწილე 30 ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენელი მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერების კუთხით, ვინაიდან თითოეულ ორგანიზაციაში იქნება წარმოდგენილი, სერტიფიცირებული ახალგაზრდული მუშაკი, რომელიც ახალაგზრდებს განვითარებასა და რეალიზებაში დაეხმარება“,-განაცხადა საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა საბჭოს ხელმძღვანელმა ნინო წულაიამ.

საქართველოს ახალგაზრდულ მუშაკთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, გუბაზ კობერიძის განცხადებით, ამ პროგრამის განხორციელების შედეგად ახალგაზრდულ სფეროს კიდევ შეემატება ათობით ახალგაზრდული მუშაკი.

“დღეს დავიწყეთ ახალგაზრდულ მუშაკთა პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელება კიდევ 30 ახალგაზრდული მუშაკისათვის. ჩვენთვის, როგორც ახალგაზრდულ მუშაკთა ქოლგა ორგანიზაციისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდულ ორგანიზაციათა საბჭოსთან აღნიშნულ კონტექსტში თანამშრომლობა, რადგან ამ პროგრამის განხორციელების შედეგად ახალგაზრდულ სფეროს კიდევ შეემატება ათობით ახალგაზრდული მუშაკი, რომლებსაც ერთი მხრივ განვითარებული აქვთ ახალგაზრდული მუშაკისთვის საჭირო საკვანძო კომპეტენციები, ხოლო მეორე მხრივ აღიარება სახელმწიფო დონეზე “, - განაცხადა საქართველოს ახალგაზრდულ მუშაკთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა გუბაზ კობერიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა