სამართალდამცავებმა ციხესთან, რომელშიც ალექსეი ნავალნი იმყოფება, 9 ადამიანი დააკავეს

რუსმა სამართალდამცავებმა ქალაქ პოკროვის ციხესთან, რომელშიც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი სასჯელს იხდის, 9 პირი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ციხესთან ნავალნის მხარდამჭერები მისთვის შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მოთხოვნით გუშინ შეიკრიბნენ.

დაკავებულებს შორის ექიმთა გაერთიანების ხელმძღვანელი ანასტასია ვასილევაცაა, რომელიც პატიმრობაში მყოფ ოპოზიციონერთან შესვლას და სამედიცინო შემოწმებას ითხოვდა.

ამასთან, მედიის ინფორმაციით, დაკავებულია ტელეკომპანია CNN-ის ორი თანამშრომელიც.

შეგახსენებთ, ალექსეი ნავალნიმ რამდენიმე დღის წინ შიმშილობა გამოაცხადა, რის მიზეზადაც ის დაასახელა, რომ მასთან საკუთარ ექიმს არ უშვებენ. ორშაბათს პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ მაღალი ტემპერატურა აქვს და ახველებს, თუმცა შიმშილობას მაინც განაგრძობს.

ნავალნიმ ასევე აღნიშნა, რომ მის საკანში მყოფი სამი პატიმარი ტუბერკულოზის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს. გუშინვე გაზეთმა „იზვესტიამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნავალნი ციხის სამკურნალო განყოფილებაში გადაიყვანეს და კორონავირუსზე ტესტი აუღეს.

იხილეთ ვიდეო:სამართალდმცავებმა ციხესთან, რომელშიც ალექსეი ნავალნი იმყოფება, 9 ადამიანი დააკავეს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა