სავაჭრო პალატის "ბიზნეს კვლევების სახლის“ კვლევა - 2020 წელს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერა უპრეცედენტო იყო

სავაჭრო პალატის „ბიზნეს კვლევების სახლის“ კვლევის „საქართველო-მიმოხილვა და ბიზნეს მოლოდინები 2021“ მიხედვით, 2020 წელს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერა უპრეცედენტო იყო, - ამის შესახებ ინფორმაციას სავაჭრო პალატის „ბიზნეს კვლევების სახლი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს მთავრობისთვის IFI-ების მხარდაჭერის მზადყოფნამ ჯამურად 3 მლრდ დოლარს გადააჭარბა, საიდანაც 1.1 მლრდ დოლარი უკვე 2020 წელს გამოიყო.

„საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტებმა 700 მლნ დოლარის ღირებულების ლიკვიდობა მიაწოდეს ქართულ კომპანიებს, ძირითადად ქართულ ბანკებს. 2020 წელს მხარდაჭერის მთავარი სფეროები იყო პანდემიასთან დაკავშირებული მხარდაჭერა, ინფრასტრუქტურის განვითარება და ინვესტიციები ენერგეტიკის სფეროში.

2020 წლის უპრეცედენტო მხარდაჭერა დასტურდება წამყვანი ფინანსური ინსტიტუტების მიერ განხორციელებული ღონისძიებებითაც. მაგალითად, EBRD-მა ხელი მოაწერა ჯამურად 750 მლნ დოლარის ღირებულების პროექტებს, რაც ორჯერ აღემატება 2019 წლის მაჩვენებელს, ხოლო ADB-ს მიერ მხარდაჭერილი პროექტების ღირებულებამ 700 მლნ დოლარზე მეტი შეადგინა.

რაც შეეხება საგრანტო მხარდაჭერას, მოცემულ მომენტში საქართველოში მიმდინარეობს 150-ზე მეტი პროექტი, რომელიც ფინანსდება საქართველოს პარტნიორი მთავრობების მიერ, მიმდინარე პროექტების ბიუჯეტი ჯამურად 888.9 მილიონ დოლარს შეადგენს.

ევროკავშირი საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორია და ყოველწლიურად საქართველოს ტექნიკური და ფინანსური დახმარების სახით 100 მლნ ევროზე მეტ თანხას გამოყოფს.

ამერიკის შეერთებული შტატების პროექტების დიდი უმრავლესობა ხორციელდება USAID-ის ჩართულობითა და მონაწილეობით. USAID საქართველოში მუშაობს 1992 წლიდან. ამ დროიდან ამერიკის მთავრობამ USAID-ის საშუალებით 1,8 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია საქართველოს“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

კვლევა სრულად იხილეთ მბულზე: https://gcci.ge/files/legal_docs/741769864_georgian-chambler-0604.pdf

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა