თეონა ჭალიძე - თბილისში 12 431 ბავშვი უფასო სასადილოს საკვებით იკვებება

მიმდინარე წლის მარტის მონაცემებით უფასო სასადილოების მოსარგებლეთა რაოდენობა თბილისში გაიზარდა, - ამის შესახებ ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი თეონა ჭალიძე აცხადებს.

მისივე ინფორმაციით, სასადილოების ბენეფიციართა ძირითად და დამატებით სიაში ჯამურად 45112 სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირია, მათგან უმრავლესობა 25924 ქალია, რაც თითქმის 15 %-ით მეტია კაცების რაოდენობაზე. აღნიშნულ სიებში 12431 ბავშვია.

„თბილისის მერია ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ სოციალური სამსახურს არ აწვდის სრულყოფილ ინფორმაციას. არ ასაჯაროებს ინფორმაციას უფასო სასადილოს მომსახურების პროგრამის მსურველთა რაოდენობის შესახებ. ამით არღვევს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლს საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ. როგორც ჩანს, კახა კალაძე ცდილობს დაფაროს კიდევ უფრო დამძიმებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და უკიდურესი გაჭირვების გამო კიდევ უფრო გაზრდილი მოთხოვნა სასადილოს საჭმელზე, რომლის დაკმაყოფილებაზეც არ ფიქრობს.

შეგახსენებთ მერიას ერთი ადამიანის კვებაზე დღეში 1 ლარი აქვს გათვალისწინებული და ამას ემატება 29 თეთრი, რომელიც გამოყოფილია დღეში ერთი ადამიანის პურისთვის“,- განაცხადა თეონა ჭალიძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა