გაერთიანებულ სამეფოში „მოდერნას“ ვაქცინის გამოყენება დაიწყეს

გაერთიანებულ სამეფოში მოსახლეობის ვაქცინაციისთვის ამერიკული ფარმაცევტული კომპანია „მოდერნას“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენება დაიწყეს.

„მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ შეგვიძლია გაერთიანებულ სამეფოში, დასავლეთ უელსში, „მოდერნას“ ვაქცინის გამოყენება დავიწყოთ. სადაც არ უნდა ცხოვრობდეთ, ზარის მიღებისთანავე გაიკეთეთ ვაქცინა,“ - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მინისტრმა მეთ ჰენკოკმა.

პირველი ადამიანი, რომელიც ქვეყანაში „მოდერნას“ ვაქცინით აიცრა, უელსში მცხოვრები 24 წლის ელე ტეილორი გახდა.

აღსანიშნავია, რომ „მოდერნა“ მესამე ვაქცინაა „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინების შემდეგ, რომელსაც გაერთიანებულ სამეფოში გამოიყენებენ.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვაქცინების პირველი დოზა 31.6 მილიონ ადამიანს აქვს გაკეთებული.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი