რუსლან აბაშიძე - საქართველოს მოქალაქეები საოკუპაციო რეჟიმის მიერ თავისუფალ გადაადგილებაზე უკანონოდ დაწესებული შეზღუდვების გამო დაიღუპნენ, მომხდარზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე მდინარე ენგურის გადმოკვეთისას საქართველოს მოქალაქეების დაღუპვას ეხმაურება.

აბაშიძის შეფასებით, მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება და საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა ყველა არსებული ფორმატის გამოყენებით, მკაცრად დადგეს საოკუპაციო რეჟიმის პასუხისმგებლობის საკითხი უკანონო შეზღუდვისა და უკანონო დაკავებების ფაქტზე.

,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან მომხდარ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით. მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო დაღუპულების ოჯახის წევრებს და მთელ საქართველოს. ეს მთელი საქართველოს ტრაგედიაა. დღეს, საქართველოს მოქალაქეები დაიღუპნენ საოკუპაციო რეჟიმის მიერ თავისუფალ გადაადგილებაზე უკანონოდ დაწესებული შეზღუდვების გამო. ამ მოვლენამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ოკუპაცია, პირველ რიგში, კონკრეტული ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე აისახება. მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას. წლების მანძილზე რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო რეჟიმის მიერ თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებულმა შეზღუდვებმა მნიშვნელოვნად გაართულა ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობა და არაერთი მათგანის სიცოცხლე იმსხვერპლა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, მის ხელთ არსებული ყველა რესურსით, დახმარებას გაუწევს დაღუპულების ოჯახის წევრებს. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა, ყველა არსებული ფორმატის გამოყენებით, მკაცრად დადგეს საოკუპაციო რეჟიმის პასუხისმგებლობის საკითხი უკანონო შეზღუდვისა და უკანონო დაკავებების ფაქტზე“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა