დავით ზალკალიანი - ჩვენი ბრძოლა გრძელდება, რათა საქართველო იყოს ინტეგრირებული ევროატლანტიკურ ოჯახში, ფასდაუდებელია იმ ადამიანების წვლილი, ვინც 9 აპრილს თავი გასწირა

9 აპრილი მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს ისტორიაში. დღე რომელმაც დასაბამი მისცა ბრძოლას თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის,- ამის შესახებ საგარეო მინისტრმა დავით ზალკალიანმა 9 აპრილის მემორიალთან განაცხადა.

მისი თქმით, სამწუხაროდ, ეს ბრძოლა დასრულებული არ არის, რადგანაც საქართველო კვლავ ოკუპირებულია.

„ჩვენი ბრძოლა გრძელდება იმისთვის, რომ საქართველო იყოს ინტეგრირებული ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში. მართლაც ფასდაუდებელია იმ ადამიანების წვლილი, ვინც თავი გასწირა და ვინც შეეწირა ამ ბრძოლას.

ჩვენი ვალია მათი ხსოვნის წინაშე, რომ ვიყოთ გაერთიანებული, კონსოლიდირებული. საქართველოს ისტორიაში მართლაც იშვიათია ისეთი მომენტები, როდესაც ერი ასეთი გაერთიანებულია. სწორედ, დღეს გვაკლია ეს ერთობა, გაერთიანება და კონსოლიდაცია იმ სერიოზული გამოწვევების წინაშე, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშეა - ოკუპაცია, პანდემია, ჩვენი ეკონომიკის გაჯანსაღება, ახალ გეოპოლიტიკურ რეალობასთან გამკლავება“,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა