რუსლან აბაშიძემ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად რუსთაველის გამზირზე, 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების დროს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს.

როგორც რუსლან აბაშიძემ განაცხადა, შეუფასებელია იმ გმირების ღვაწლი, რომლებმაც საქართველოს გათავისუფლებას თავი შესწირეს.

„9 აპრილი უმძიმესი დღეა თანამედროვე საქართველოს ისტორიაში. თუმცა, ამავდროულად, ეს დღე ეროვნული ინტერესების დაცვის მიზნით საზოგადოებრივი კონსოლიდაციის, დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოა. შეუფასებელია იმ გმირების ღვაწლი, რომლებმაც საქართველოს გათავისუფლებას თავი შესწირეს.

ამ იდეალებისთვის ბრძოლა დღესაც გრძელდება. დღეს, დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 30 წლის შემდეგ, საქართველო კვლავ ტერიტორიული მთლიანობის გამოწვევის წინაშეა.

დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ საერთო ეროვნული იდეისთვის კონსოლიდაციას და მშვიდობიანი გზით მივაღწევთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციასა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას”,- აღნიშნა რუსლან აბაშიძემ.

32 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით დაწყებული საპროტესტო აქცია 9 აპრილს, გამთენიისას, მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევით დასრულდა. 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა