არჩილ თალაკვაძე - გიორგი ვაშაძე ნამდვილად იყო ერთ-ერთი პოლიტიკოსი ოპოზიციიდან, რომელსაც სურს შეთანხმება შედგეს, მან უფრო გაბედული ნაბიჯები უნდა გადადგას

გიორგი ვაშაძე ნამდვილად იყო ერთ-ერთი პოლიტიკოსი ოპოზიციიდან, რომელსაც სურს ეს შეთანხმება შედგეს. ამიტომ ვფიქრობ, მან უფრო გაბედული ნაბიჯები უნდა გადადგას იმ კოლეგებთან ერთად, ვისაც აქვს ჯანსაღი დამოკიდებულება ამ დიალოგის ფარგლებში და ვინც ნამდვილად თვლის, რომ დემოკრატიისთვის სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრა ეს არ არის გამარჯვება ოპოზიციისთვის, ეს არ არის გამარჯვება ქვეყნისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ოპოზიციის მხარდამჭერებიც კი არ უჭერენ მხარს „გაკოტრებულ დესტრუქციულ გეგმას“, რომელსაც ოპოზიციის რადიკალური ნაწილი მთელ ოპოზიციას თავს ახვევდა, რომ ცვლილებები ან გადაწყვეტილებები მიღებულიყო პარლამენტის გარეთ, საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, ეს გეგმა არის გაკოტრებული და ამას სწორად ხედავს გიორგი ვაშაძე და მისი სხვა კოლეგებიც“.

„კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ პრინციპულად მზად ვართ, ოპოზიციის თუნდაც ჯანსაღ ნაწილთან განვიხილოთ შეთანხმების საკითხი თუ ისინი გადახედავენ პოზიციას, რომელიც ბოლო დიალოგში ჰქონდათ. მაქვს პოზიტიური მოლოდინი, რომ ეს შეთანხმება შესაძლებელია შედგეს ოპოზიციის თუნდაც ჯანსაღ ნაწილთან. მე მხოლოდ ვმსჯელობ იმ განცხადებებიდან გამომდინარე, რაც მათ საჯაროდ გააკეთეს ბოლო დღეების განმავლობაში. ოპოზიციის ჯანსაღი ნაწილი უბრუნდება „ქართული ოცნების“ მიერ გაკეთებულ პრინციპულ განცხადებას, სადაც ვთქვით, რომ თუ ოპოზიცია მზად არის გადადგას ნაბიჯი და დაეთანხმოს ამ პირობებს, „ქართული ოცნება“ მზად არის შეთანხმებისთვის. ამ კონტექსტში გიორგი ვაშაძის განცხადება მისასალმებელია. ჩვენ მზად ვართ კონსტრუქციული ნაბიჯებისთვის, დიალოგისთვის, თუ შეთანხმების შესაძლებლობა გამოიკვეთება. ამას სჭირდება ოპოზიციის მხრიდან გადახედვა იმ დამოკიდებულების და პასუხიების, რაც ბოლო დიალოგში გაკეთდა. იმედი მაქვს, ეს უახლოეს პერიოდში იქნება შესაძლებელი. ბოლო დიალოგის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, გამოქვეყნდა საზოგადოებრივი აზრის კვლევები, სადაც ჩანს, საზოგადოება მხარს არ უჭერს ბოიკოტს. მათი მხარდამჭერებიც კი არ უჭერენ მხარს გაკოტრებულ დესტრუქციულ გეგმას, რომელსაც ოპოზიციის რადიკალური ნაწილი მთელ ოპოზიციას თავს ახვევდა, რომ ცვლილებები ან გადაწყვეტილებები მიღებულიყო პარლამენტის გარეთ, საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით. ეს გეგმა არის გაკოტრებული და სწორად ხედავს ამას გიორგი ვაშაძე და სხვა მისი კოლეგებიც, ვისაც ჯანსაღი დამოკიდებულება აქვს. „გირჩი“ და „მოქალაქეები“ არის ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც მაშინვე დაეთანხმენ ამ პირობებს და რომლებიც პირდაპირ მიუთითებდნენ, რომ ხელისუფლება მზად იყო შეთანხმებისთვის. ამ ხალხმა სიმართლე თქვეს და ეს სიმართლე დასაფასებელია“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რომ ის მომავალ კვირაში ელოდება „მოჯადოებული წრის გახსნის მექანიზმს, თუ მესამე რაუნდი ჩაინიშნა, ის შეთანხმებით დამთავრდება“.

როგორც ვაშაძემ განმარტა, უკანასკნელი დღეების განმავლობაში ფასილიტატორებთან გამართული მოლაპარაკებების საფუძველზე, ის მომავალი კვირისთვის მოვლენების განვითარების სამ ვარიანტს ელის - შეიძლება დასახელდეს მესამე რაუნდის დაწყების გარკვეული თარიღი, შეიძლება დაიდოს დოკუმენტის ახალი შინაარსი, ან პირდაპირ მოლაპარაკება დაინიშნოს მომავალ კვირას.

იხილეთ ვიდეო:არჩილ თალაკვაძე - გიორგი ვაშაძე ნამდვილად იყო ერთ-ერთი პოლიტიკოსი ოპოზიციიდან, რომელსაც სურდა შეთანხმება შემდგარიყო

იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
ქართული პრესის მიმოხილვა 13.05.2021
ალექსეი გარანი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აჩქარებს
გოგა მელიქიძე - საპენსიო სააგენტო კაპიტალის ბაზარზე საგრძნობლად გააქტიურდება
როგორ გავხადოთ თქვენი ქალაქი ჭკვიანი და უსაფრთხო: გადაწყვეტილება Ekin-ისგან ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე
ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი გაიხსნა
"ბარაქამ" აგრომაღაზია და ფერმერთა მომსახურების ცენტრები გახსნა - რას სთავაზობს კომპანია ფერმერებს
"ვოლტი საქართველო" 3 წლის გახდა