გუბაზ სანიკიძე - ვერ იქნება ისეთი მასშტაბის შეკრება, რომ ამან შეაზანზაროს ქართული პოლიტიკა და ცხოვრება

ვერ იქნება ისეთი მასშტაბის შეკრება, რომ ამან შეაზანზაროს ქართული პოლიტიკა და ცხოვრება, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა გუბაზ სანიკიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა დღეს ევროპის მოედანზე დაგეგმილ შეკრებას.

მისივე თქმით, 9 აპრილს უფრო მეტი განწყობა უნდა გვქონდეს ერთმანეთის ატანის, ვიდრე ერთმანეთის მტრებად გამოცხადების.

"ხან “პატრიოტთა ალიანსის" სახელით აწყობს ხელისუფლება აქციას, ხან სანდრო ბრეგაძის და "ქართული მარშის" სახელით, მაგრამ არ ჰყოფნით ეს. საერთოდ, მე ვისურვებდი, რომ დღევანდელ დღეს, 9 აპრილს მეტი განწყობა გვქონდეს ერთმანეთის ატანის, ვიდრე ერთმანეთის მტრებად გამოცხადების. ვერ იქნება ისეთი მასშტაბის, რომ ამან შეაზანზაროს ქართული პოლიტიკა და ცხოვრება და არც არავის არ ვუსურვებდი მთლად ჩამოლაბორანტებას, შერიგების დღეა დღეს, შერიგების", - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

პოლიტიკოსის შეფასებით, 9 აპრილი მთავარი დღეა საქართველოში.

"1989 წლის 9 აპრილი, 1991 წლის 9 აპრილი. ეს არის ტკივილის და სიხარულის ცრემლიანი დღე. სამი ათეული წელია გვაქვს ფერი რუკაზე. ბუნებრივია, ყველა აქ მყოფი ვისაც გაგვიმართლა და ხელი მოვაწერეთ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს, ეს მიგვყვება ჩვენ მთელი ჩვენი ცხოვრება და ჩვენი სიცოცხლის მერეც დარჩება. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ხელმოწერა რაც თითოეულ ჩვენგანს გაუკეთებია", - განაცხადა სანიკიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა