აგროჟურნალისტიკისა და აგროგანათლების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

13 აპრილს ჟურნალისტიკის რესურსცენტრი და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საერთაშორისო არაკომერციულ ორგანიზაცია „მერსი ქორპსის“ მხარდაჭერით, აგროჟურნალისტიკისა და აგროგანათლების საერთაშორისო კონფერენციას გამართავს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან აცნობეს, შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, კონფერენცია ონლაინრეჟიმში წარიმართება.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია მიზნად ისახავს კავკასიის რეგიონში აგროკომუნიკაციების განვითარების წახალისებას, აგროჟურნალისტიკის სწავლებაში თანამედროვე მეთოდების დამკვიდრებას, საქართველოსა და მეზობელი ქვეყნების უმაღლეს სკოლებს შორის ერთიანი აკადემიური გარემოს ხელშეწყობას.

მათივე ინფორმაციით, მასშტაბური სამეცნიერო ფორუმის მუშაობაში მონაწილეობას იღებენ როგორც საქართველოს, ისე სამეზობლო აგროგილდიის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ბელორუსიიდან, უკრაინიდან. დაგეგმილია მიღებული მოხსენებების გამოქვეყნება და საჯარო გავრცელება, რათა დაინტერესებული საზოგადოებისთვის მასალები უფრო ხელმისაწვდომი გახდეს.

როგორც ჟურნალისტიკის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა და აგროკონფერენციის სამეცნიერო საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა, პროფესორმა ნათია კუპრაშვილმა აღნიშნა, კონფერენცია არა მარტო აგროკომუნიკაციების გაძლიერებას, არამედ დარგში ცოდნისა და მეთოდოლოგიის თავმოყრას შეუწყობს ხელს. მისივე თქმით, ჩვენს რეგიონში იქმნება საინტერესო პრაქტიკა და მეთოდური მიდგომები აგროკომუნიკაციის გასაძლიერებლად.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ნინო ჭალაგანიძე, რომელიც ასევე აგროკონფერენციის სამეცნიერო საბჭოს წევრი და თანაორგანიზატორია, ფორუმის აქტუალურობაზე საუბრობს დააღნიშნავს რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აქტიურადაა ჩართული აგროჟურნალისტიკის დარგის განვითარებაში.

„ამ მიმართულებით უნივერსიტეტის ბაზაზე არაერთი ვორქშოპი ჩატარდა.

„სამეზობლო აგროგილდიას“, რომელიც მეზობელი ქვეყნების, მათ შორის, სომხეთის, უკრაინის, ბელორუსიის, აზერბაიჯანისა და მოლდოვას სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით სხვადასხვა სექტორის აქტორთა გაერთიანებას ისახავს მიზნად, სწორედ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მოეწერა ხელი, რის შემდეგაც კსუ-ში დაიბეჭდა პირველი სახელმძღვანელო აგროჟურნალისტიკის მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ ის გასცდა საქართველოს მეზობელი ქვეყნების საზღვრებს და სპრინგფილდის ბიბლიოთეკის დაინტერესებაც გამოიწვია. მოხარული ვარ, რომ კვლავ გვხვდა წილად პატივი, ვიმუშაოთ აგროკომუნიკაციისა და აგროჟურნალისტიკის საერთაშორისოდ აღიარებულ სპეციალისტებთან ავსტრიიდან, გერმანიიდან და დიდი ბრიტანეთიდან. დარწმუნებული ვარ, რომ წარმოდგენილი კვლევები, რომელთა კრებულად გამოცემას ვგეგმავთ, სასარგებლო იქნება დარგის შემდგომი განვითარებისთვის“, - აღნიშნა ნინო ჭალაგანიძემ.

მათივე ინფორმაციით, საკითხის აქტუალურობასა და კონფერენციის მნიშვნელობას ადასტურებს წარმომადგენლობითი საორგანიზაციო და სამეცნიერო კომიტეტის, ასევე პარტნიორი ადგილობრივი და უცხოური ორგანიზაციების ჩართულობაც.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა